საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ბაია კუბლაშვილი Erasmus+ პროგრამით რუმინეთში იმყოფება

ფსიქოლოგიის
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი და აფილირებული ასოცორებული პროფესორი, ბაია კუბლაშვილი, Erasmus+ სასწავლო პროგრამის ფარგლებში რუმენთის დედაქალაქ ბუქარესტში TiTu Maiorescu University-ში იმყოფება.

სამუშაო ვიზიტი ვიცე-რექტორთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრა მოიცავდა უნივერსიტეტის მართვის პოლიტიკის გაცნობას და კამპუსის ტურს.

პროფესორმა ბაია კუბლაშვილმა პირველ დღეს 60-მდე სტუდენტთან ჩაატარა ლექცია, სადაც ისაუბრა საქართველოზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ პროგრამებზე და ინკლუზიურ განათლებაზე საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული და საქართველოს გამოცდილებას რუმინეთის მოდელს ადარებდნენ.

სამუშაო ვიზიტი დამატებით ჯგუფებთან ჩატარებული ორი ლექციით გაგრძელდა, სადაც გარდა პირველ დღეს განხილული თემებისა, საუბარი იყო ფსიქოლოგიისა და მედიცინის კავშირზე – როგორ შეიძლება ფსიქოლოგიის დარგის გამოყენება პაციენტების მხარდაჭერის პროცესში.

Erasmus+ სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ფსიქოლოგიის პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მხარდამჭერი სერვისების გაცნობის მიზნით ფსიქიკური დარღვევის მქონე პირთა ჰოსპიტალში ვიზიტს.

„ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის ჩართულობა Erasmus+ აქტივობებში ემსახურება საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.