“ევროპის უნივერსიტეტში” პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

2025 წლის 19-23 მაისს “ევროპის უნივერსიტეტი” პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს.
კვირეულის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტს” 8 ქვეყნის 11 უნივერსიტეტის 16 წარმომადგენელი ესტუმრა, მათ შორის – შვედეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ გახსნა.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის სტრუქტურა, აკადემიური პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით განხორციელებული ინიციატივები საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ ორჯონიკიძემ გააცნო.
შემდგომ ეტაპზე, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
სტუმრებმა “ევროპის უნივერსიტეტის” სარაჯიშვილის კამპუსი დაათვალიერეს. ესტუმრნენ თანამედროვე სიმულაციურ ცენტრებს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკულად ჩართულიყვნენ პირველადი დახმარების აღმოჩენის პროცესში.
გარდა ამისა, ეწვივნენ უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკას “ეუ დენტს” და მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების დეკანებს შეხვდნენ.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის სამუშაო შეხვედრები, ვორქშოპები და სოციალურ-კულტურული ღონისძიებები.
აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ქართული კულტურის უკეთ გაცნობას.