საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ორდღიან ინტენსიურ ვორკშოპზე “კვლევის პრაქტიკული ასპექტები, თანამშრომლობა და ინოვაცია” რეგისტრაცია დაიწყო

9-10 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტში“ ორდღიანი ინტენსიური სამუშაო შეხვედრების სერია – „კვლევის პრაქტიკული ასპექტები, თანამშრომლობა და ინოვაცია“ გაიმართება. ვორკშოპებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის განათლების ინსტიტუტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის განათლების ლიდერობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორი ქარენ ეჯი გაუძღვება.

სამუშაო შეხვედრების სერია მიზნად ისახავს სხვადასხვს კარიერულ ეტაპზე კვლევის კომპეტენციის გაძლიერებასა და გრძელვადიანი კვლევითი თანამშრომლობების ხელშეწყობას.

შესაბამისად, მასზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესოა გამოცდილი მკვლევრებისთვის, რომლებსაც სურთ იმსჯელონ საკუთარ მეთოდოლოგიურ მიდგომებზე; კარიერის დასაწყისში მყოფი აკადემიური პერსონალისთვის, რომელთაც სურთ აკადემიური პორტფოლიოს გამრავალფეროვნება და სწავლისა და კვლევის ნებისმიერ ეტაპზე მყოფი სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის.

თარიღები: 9-10 ივნისი, 2025 წელი
ხანგრძლივობა: ორი სრული დღე (10:30 – 16:30)
სამუშაო ფორმატი: ინტერაქტიული სესიები პრაქტიკული აქტივობებით
სამუშაო ენა: ინგლისური
ადგილმდებარეობა: დ. სარაჯიშვილის გამზ. 17, ევროპის უნივერსიტეტი

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება კვლევის პორტფოლიოს განვითარების, პროფესიული კავშირების ჩამოყალიბების, მეთოდოლოგიური თანმიმდევრულობის, დაფინანსების მოპოვების და გამოქვეყნების სტრატეგიის თუ საზოგადოებრივი ჩართულობის მიმართულებით. დამსწრეებს საშუალება მიეცემათ დაამყარონ ინსტიტუციური კავშირები კვლევის მიმართულებით გრძელვადიანი პერსპექტივით და აღმოაჩინონ პარტნიორობის პოტენციური შესაძლებლობები სამომავლო პროექტებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, ნიკოლოზ ფარჯანაძეს, არაუგვიანეს 2025 წლის 5 ივნისისა შემდეგ ელ.ფოსტაზე: nikoloz.parjanadze@eu.edu.ge