მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია გაიმართება

12 ივნისს, 15:00 საათზე “ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე – “რას ნიშნავს იყო ფსიქოლოგი?” გაიმართება.

ლექციას ფსიქოლოგი და არტთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე გაუძღვება.

ლექციის ფარგლებში ნათია ფანჯიკიძე ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რა არის ფსიქოლოგიის მიზანი – ცოდნა, ცვლილება თუ თანაგრძნობა? რამდენი მიმართულება აქვს ფსიქოლოგიას? რა განსხვავებაა ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს შორის? რას ვერ გვასწავლის სახელმძღვანელო?

ლექციაზე დასწრება შესაძლებელია როგორც “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის, ასევე აბიტურიენტებისთვის.

შეხვედრის ადგილი: სარაჯიშვილის გამზირი 17, “ევროპის უნივერსიტეტის” B კორპუსი, ოთახი 702