ღია კარის დღე
ევროპის უნივერსიტეტის ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ეწვიონ ევროპის უნივერსიტეტს და ერთი დღით სტუდენტური ცხოვრების მონაწილენი გახდნენ.
აღნიშნული შეთავაზება, მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს:
- გაეცნონ ევროპის უნივერსიტეტის-ს სტუდენტურ ცხოვრებას;
 - დაესწრონ სალექციო პროცესს;
 - შეხვდნენ პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებიც გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას;
 - მონაწილეობა მიიღონ სიმულაციურ სიტუაციებსა და დისკუსიებში;
 - ეწვიონ იმიტირებულ სასამართლო დარბაზს,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო აუდიტორიებსა და ლაბორატორიებს, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზს, IT Lab-სა და საუნივერსიტეტო მუზეუმს;
 
#დაEUფლე პროფესიას ევროპის უნივერსიტეტში და #იყავიგამორჩEUლი!
ევროპის უნივერსიტეტი გელის შენ!