ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტზე მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებით:

  1. ქართული ენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ქართულ ფილოლოგიაში ან მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სწავლის სფეროში (მაგალითად, ზოგადი ენათმეცნიერება, გამოყენებითი ენათმეცნიერება, ქართველური ენათმეცნიერება).

ბ) ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (FCE 1 (First Certificate English, Cambridge University), IELTS (score 5.5-6.5 and higher), TOEFL iBT – 51-81 (სხვა ნებისმიერი საერთაშორისო სერტიფიკატის შემთხვევაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განიხილავს ცალკეული კანდიდატის მიერ მოწოდებულ სერტიფიკატს).

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: hr@eu.edu.ge ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით);

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;

ე) ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (FCE 1 (First Certificate English, Cambridge University), IELTS (score 5.5-6.5 and higher), TOEFL iBT – 51-81 (სხვა ნებისმიერი საერთაშორისო სერტიფიკატის შემთხვევაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განიხილავს ცალკეული კანდიდატის მიერ მოწოდებულ სერტიფიკატს);

ვ)„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“;

ზ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:
მოწვეული ლექტორის პოზიციის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 18 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას და კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. HR@eu.edu.ge
ტელ: 032 2 000 171 


მიბმული ფაილები:

კანდიდატის განაცხადის ფორმა
 CV GEO
CV ENG