მედიცინის ფაკულტეტზე გამოცხადებული აკადემიური კონკურსის შედეგები ცნობილია
„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ტალიაშვილის 2025 წლის 8 სექტემბრის №68401 ბრძანებით მედიცინის ფაკულტეტზე გამოცხადებული აკადემიური კონკურსის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამისა და ფსიქოლოგიის ქართულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ღია კონკურსის შედეგად აკადემიური ნიშნით, როგორც საბაზისო ასევე კლინიკური მიმართულებებით შეირჩა შემდეგი პერსონალი:
1) საბაზისო მიმართულება (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):
სამეცნიერო-კვლევა – თეა ჩიტაძე, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
2) მედიცინის კლინიკური მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):
ა. კარდიოლოგია – დავით მალიძე, პროფესორის აკადემიური თანამდებობა;
ბ. ნევროლოგია – თამარ კოპაძე, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;
გ.ოფთალმოლოგია – ელენე მირზიაშვილი, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;
დ. ენდოკრინოლოგია – თამარ შერვაშიძე, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა;
ე. შინაგანი მედიცინა – ლელა ჩხიტაური, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
ფსიქოლოგიის მიმართულება (აკადემიური ნიშნით) (ქართულენოვანი):
სოციალური ფსიქოლოგია – გიორგი გერგაული, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.