“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები ვალენსიაში ყოველწლიურ შეხვედრას “SESAM 2025“-ს ესწრებიან

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროგრამების განვითარების მიმართულებით და სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა დოლიძე და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრას – “SESAM 2025“ ესწრებიან.
კონფერენცია მიმდინარე წელს, ქალაქ ვალენსიაში, 25-27 ივნისს მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების და კლინიკების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
“SESAM 2025”-ის ფარგლებში, მომხსენებლებმა ზეპირი და პოსტერული მოხსენებები წარადგინეს, რომლებიც სამედიცინო განათლებაში: სიმულაციური სწავლების, გამოწვევებს, მიღწევებს და სამომავლო პერსპექტივებს ეხება.
მონაწილეებს საშუალება აქვთ დაესწრონ თემატურ ვორქშოპებს შესაბამისი დარგის ექსპერტების ხელმძღვანელობით.
სიმულაციური სწავლებისთვის, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული უახლესი პროდუქტები, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ადგილზე გაეცნონ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების სპეციფიკას.