მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი სრულად დაფინანსებული კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის კონკურსს აცხადებს.
შერჩეული სტუდენტები პრაქტიკას ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გაივლიან.
პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში.
პრაქტიკის განხორციელების პერიოდი: 2026 წლის 2-6 თებერვალი.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:
- სტუდენტის 2024-25 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 3.0 ან მეტი.
- სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის მე-3 სემესტრის სტუდენტები.
- სტუდენტს უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლება ან კონკურსში რეგისტრაციისას წარმოადგინოს შენგენის ქვეყნების მოქმედი ვიზა (უნდა ფარავდეს 2026 წლის მარტის თვეს)
სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- სამოტივაციო წერილი
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge არაუგვიანეს 5 ნოემბრის 20:00 საათისა.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 7 ნოემბერს.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 16 სტუდენტი.
შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს “ევროპის უნივერსიტეტი”.