მედიცინის ფაკულტეტის ქცევითი მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა დონდოლაძე სასწავლო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ქცევითი მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა დონდოლაძე Erasmus+ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით “ენნა კორეს უნივერსიტეტში” (სიცილია, იტალია) იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები პარტნიორი უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, სადაც განიხილეს სწავლებისა და კვლევის მიმართულებით არსებული გამოცდილება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები და სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
ხათუნა დონდოლაძე ლექციას სახელწოდებით – „Assessment of Patients with Behavioral Symptoms“ გაუძღვა, რომელსაც აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ხათუნა დონდოლაძე “ენნა კორეს უნივერსიტეტის” სამედიცინო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პროფესორ ერნესტინა დე ფრანჩესკოს შეხვდა, რომელმაც უნივერსიტეტის კვლევითი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ლაბორატორიები და მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობა გააცნო.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს “ევროპის უნივერსიტეტსა” და “ენნა კორეს უნივერსიტეტს” შორის პარტნიორობის გაღრმავებას, სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.