მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი მე-18 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება Posted by laura On April 14, 2025 Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი მე-18 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი მე-18 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2025 წლის 19 ივნისს ჩატარდება.კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 400-დან 500 სიტყვამდე შესრულებული აბსტრაქტი.აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 1 ივნისი.აბსტრაქტის წარდგენა/გამოგზავნა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ ორ სტუდენტს გუნდურად.კონფერენციის მასალები უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: studentconference@eu.edu.geსათაურის ველში მიუთითეთ – “სტუდენტური კონფერენცია 2025”აბსტრაქტების მომზადებაში სტუდენტების კონსულტაციის მიზნით დაგეგმილია ორი სამუშაო შეხვედრა:“როგორ დავგეგმოთ სამეცნიერო კვლევა” – 2025 წლის 14 აპრილი;“როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო მასალები” – 2025 წლის 19 მაისი.დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის გზამკვლევში.კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: studentconference@eu.edu.geგისურვებთ წარმატებებს!მიმაგრებული ფაილები კონფერენციის გზამკვლევი – 2025