სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა

მეცნიერ ქალთა
11 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტში” მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

“ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი და ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში.

რექტორმა ნინო ტალიაშვილმა დამსწრეებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის. ვიცე-რექტორმა სოფიო ხუნდაძემ ისაუბრა SCOPUS-ის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალების ბაზაში მათ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების მნიშვნელობაზე.

დარგის განვითარებაზე ზრუნვა და ახალი ცოდნის შექმნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანი საზოგადოებისთვის, რისი ხელშეწყობაც “ევროპის უნივერსიტეტის” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.