მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიურ კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია დაიწყო

21 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართება.
კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის ასობით ექიმი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლები და პროფესორები კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრებენ.
კონფერენციის მიზანია დარგის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა ახალი ინფორმაციის გაცვლის გზით.
კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/nvkcNQ8EYj6MKrc86
რეგისტრაციის ბოლო ვადა 18 ივნისი.
რეგისტრირებულ მონაწილეებთან საბოლოო დადასტურებისთვის მოხდება წინასწარ დაკავშირება.
მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის რიგით მეორე კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან:
- ალიბეგაშვილი თამარი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებისა და კოლპოსკოპიის საზოგადოების თავმჯდომარე
- ბაგრატიონი ეკა – საქართველოს პერინატალური ასოციაციის წევრი
- გეგეჭკორი მაკა – თსსუ პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი
- დავარაშვილი დავითი – მედიცინის დოქტორი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დ.დავარაშვილის კლინიკის ხელმძვანელი
- დავიდოვა ნინო – მედიცინის დოქტორი, ჯავახიშვილის უნივერსოტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, პროფესორ ი.ჟორდანიას და ა.ხომასურიძის კლინიკის მეან-გინეკოლოგი
- კინტრაია ნიკოლოზი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თსსუ პროფესორი
- მანწკავა მაკა – „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი, კლინიკური რეოლოგიის ექსპერტი, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- მაღულარია თამარი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი
- მაჭარაშვილი თეონა – ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეან- გინეკოლოგი
- მახალდიანი ლევანი – ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- მელია ლარისა – მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგიური განყოფილების გამგე
- ჟორჟოლიანი პაატა – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგი,ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი
- სინაურიძე ზაზა – MD.PhD გრიგოლ რობაქიძეს სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი,მეანობა -გინეკოლოგიის კათედრის გამგე,საქართველოს პერინატალური ასოციაციის თავმჯდომარე (GPA), პრენატალური დიაგნოსტიკის საერთაშორისო საზოგადოების წევრი(ISDP)
- ქრისტესაშვილი ჯენარო – პროფესორი, რეპროდუქტოლოგი
- ჩლაიძე ანა – ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის დოქტორანტი
- ჭიპაშვილი მაკა – მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
- ხვადაგიანი გიორგი – MD. FEBU, უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი
- ხომასურიძე არჩილი, ფხალაძე ლალი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ი.ჟორდანიას და ა. ხომასურიძის სახელობის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურო დირექტორი.გინეკოლოგთა ევროპული საზოგადოების სადირექტორო საბჭოს წევრი
- ჯაფარიძე მარიკა – ონკო-გინეკოლოგი, მმდ, ESGO-ს სერტიფიცირებული ექსპერტი, ავერსის ქირურგიული გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი
- ჯორბენაძე მაკა – ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი