მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ აბსტრაქტების მიღება 10 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება
7 დეკემბერს „ევროპის უნივერსიტეტში“ მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ (ICETI 2025) გაიმართება.
კონფერენციის წლევანდელი თემებია: მომავალზე ორიენტირებული კურიკულუმი და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, კერძოდ:
- სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდები
- მოსწავლის/მასწავლებლის შეფასების ინოვაციური მეთოდები
- ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში
- ელექტრონული სწავლება და ელექტრონული/ვირტუალური ტრენინგი
- ცოდნის შეძენა, ვიზუალიზაცია, მართვა
- სასწავლო გეგმის ინოვაციური დიზაინი
- AI, VR/AR, გემიფიკაცია და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია განათლებაში
- ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მდგრადობისა და გლობალური გამოწვევებისთვის
- კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება და მომავლისთვის საჭირო უნარები
- პროფესიული განვითარება ინოვაციური და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლებისათვის
საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებულია „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით.
კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები უნდა წარმოადგინონ 10 ნოემბრის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdOWbSapJS16x-N9BYVdi82tNG9Gp2J6ZhvEZUXjgPG50Gi6w/viewform
რეგისტრაციის გადასახადი:
ადგილობრივი მომხსენებლები/მონაწილეები: 50 ლარი
საერთაშორისო მომხსენებლები/მონაწილეები: 50 ევრო
ევროპის უნივერსიტეტის, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პერსონალისა და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაციები“ იცავს მკაცრ ანტიპლაგიატურ პოლიტიკას. ყველა წარმოდგენილი აბსტრაქტი მოწმდება პლაგიატზე Turnitin-ის პროგრამის გამოყენებით და შემდეგ ზიარდება სამეცნიერო კომიტეტთან განსახილველად. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აბსტრაქტი ავტომატურად იხსნება განხილვიდან. დამატებითი ინფორმაცია Turnitin-ის პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.turnitin.com/
აბსტრაქტები გადიან ორმაგი ბრმა მეთოდით რეცენზირებას (ავტორისთვის და რეცენზენტებისთვის ერთმანეთის ვინაობა უცნობია). თითოეული აბსტრაქტი ფასდება ორი რეცენზენტის მიერ. ორმაგი ბრმა მეთოდით რეცენზირების შედეგები ზიარდება აბსტრაქტის ავტორებთან რეგისტრაციისას მათ მიერ მითითებულ ელფოსტაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
კონფერენციის თარიღი: 7 დეკემბერი
ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ B კორპუსი, დ. სარაჯიშვილის გამზირი 17
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdOWbSapJS16x-N9BYVdi82tNG9Gp2J6ZhvEZUXjgPG50Gi6w/viewform
კონფერენციის შესახებ: https://iceti.eu.edu.ge/