მარი მირველაშვილი

წარმატებული სტუდენტი

მარი მირველაშვილი “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტია. მან ორჯერ მოიპოვა სტიპენდია და Erasmus+ გაცვლით პროგრამის დახმარებით მონაწილეობა მიიღო "აკონის უნივერსიტეტში" „ევროპის უნივერსიტეტის“ კურატორობით წარმოებული კვლევის პრეზენტაციაში. დაესწრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტს ბერლინში და კლინიკური სტაჟირება გაიარა სტამბულში, "ბეზმიალემ ვაკიფის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში".

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

„ევროპის უნივერსიტეტი იდეალურ გარემოს ქმნის თვითგანვითარებისთვის. ეს ის სივრცეა, სადაც მუდმივად ხდება სტუდენტების ინტერესებზე ზრუნვა.
უნივერსიტეტმა მაღალი ხარისხის განათლების მიღებასთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ჩართვის უნიკალური შესაძლებლობა მომცა.”