
მარი ბაქრაძე
წარმატებული სტუდენტი
მარი ბაქრაძე სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტია.
პროგრამის ფარგლებში, მარი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრაქტიკის გავლის მიზნით ერთკვირიანი მობილობით იმყოფებოდა, სადაც 2019 წლის 20 ივნისის საქმეს “ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” დაესწრო.
გარდა ამისა, მარი “ევროპის უნივერსიტეტის” იურიდიული დახმარების ცენტრის წევრი იყო და გამოცდილ გუნდთან ერთად, რეალურ საქმეებზე მუშაობდა.
რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
“ევროპის უნივერსიტეტი, არის ადგილი, სადაც ყოველთვის ფასდება ცოდნა და შრომა. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გეხმარება დასაქმდე შენი პროფესიით.
ჰყავს უძლიერესი გუნდი და ლექტორები, რაც მას გამოარჩევს ყველა ასპექტში.”