ლუკა აკობია

წარმატებული სტუდენტი

ლუკა აკობია, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც აქტიურად ახორციელებს როგორც აკადემიურ, ასევე პრაქტიკულ საქმიანობას. 2024 წელს, მან წარმატებით გაიარა კლინიკური პრაქტიკა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში”, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა რეალურ კლინიკურ გარემოში ემუშავა და თავისი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დაეხვეწა.

ლუკა, სწავლის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროშიც. ის ანატომიისა და ფიზიოლოგიის მიმართულებით სტუდენტებისთვის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს, რითაც ხელს უწყობს მომავალი მედიკოსების პროფესიულ განვითარებას.
მისი საგანმანათლებლო აქტივობა არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ მედიცინისადმი ინტერესის გაღვივებასა და სტუდენტების მოტივაციას ემსახურება.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
“ევროპის უნივერსიტეტი” საუკეთესო არჩევანია თანამედროვე სასწავლო გარემოს, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიების გამო.
უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირები გვაძლევს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ხოლო წამყვან კლინიკებში პრაქტიკა რეალურ სამედიცინო გარემოში გამოცდილების მიღების საშუალებას. აქ მიღებული ცოდნა მეხმარება გავხდე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. როგორც მომავალი პლასტიკური ქირურგი ჩემთვის “ევროპის უნივერსიტეტი” სწორი არჩევანია, რადგან თეორიასთან ერთად თავიდანვე  ისწავლება პრაქტიკული უნარები, რაც ამყარებს სამედიცინო განათლებას.