საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ლიონის IGS ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ანაზღაურებადი პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

IGS

ლიონის IGS ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ინტენსიური პროფესიული ანაზღაურებადი პრაქტიკის გავლის მიზნით “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა.

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

ECTS კრედიტი: 9 ECTS

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი (სექტემბერი, ოქტომბერი)

შერჩეული მონაწილე მიიღებს Erasmus+ გრანტს შემდეგი პირობებით:

  • საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯების ანაზღაურებისათვის – €900 (ვიზიტის განმავლობაში, ყოველთვიურად)
  • მგზავრობის დაფინანსებისათვის – €309 (ერთჯერადად, როგორც გამგზავრების, ასევე, უკან დაბრუნების ანაზღაურებისთვის, თანხის მოცულობა ანგარიშდება დისტანციის კალკულატორის მეშვეობით,)

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე, რაც შემოწმდება ორ ეტაპად:
    1. ინგლისური ენის კომპეტენციის გამსაზღვრელი ტესტი
    2. გასაუბრება, რომლის ნაწილიც წარიმართება ინგლისურ ენაზე

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, აუცილებელია, წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი, შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:

  • რეზიუმე (CV) Europass-ის ფორმატში
  • ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით)
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პასპორტის / პრადობის მოწმობის სკანირებული ვერსია
  • ევროპის უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა

გთხოვთ, სრული განაცხადი ატვირთოთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle

განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა არაუგვიანეს 3 აგვისტო.

სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი წარიმართება სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობის განახლებული წესის შესაბამისად.

გაცნობებთ, რომ სტუდენტის საბოლოო შერჩევის გადაწყვეტილებას იღებს IGS ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: international.office@eu.edu.ge

გურამიშვილის გამზ. 76, აუდიტორია 317 ტელ: +995 322 000 171 (147)