სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
ევროპის უნივერსიტეტი – სამართლის ინსტიტუტი
2015 წელს ევროპის უნივერსიტეტში დაარსდა სამართლის ინსტიტუტი, რომლის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარება და აკადემიური სრულყოფის ხელშეწყობა. ინსტიტუტი აქვეყნებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს ,,სამართალი და მსოფლიო", რომელიც წარმოადგენს აკადემიური დიალოგისა და სამართლის კვლევის შედეგების გავრცელების პლატფორმას.
მისია და მიზნები
სამართლის ინსტიტუტის მიზანია:
- საერთაშორისო თავისუფალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი აქტიური წევრობა.
- სამართლის სფეროში ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.
- ტრენინგების, კონფერენციების, ლექცია-სემინარების, სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება.
- სხვადასხვა დონის მსურველთათვის სამართლის სხვადასხვა დარგში კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
- საერთაშორისო და რეგიონალური მასშტაბით კონკურსებისა და ოლიმპიადების ჩატარება.
- შესაბამის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
- სამართლის დარგში მიმდინარე მეცნიერული და ანალიტიკური კვლევა და მოპოვებული მასალის გამოქვეყნება.
- პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ჟურნალები).
- სამართლის დარგის განვითარების ხელშეწყობა.
ინსტიტუტის საქმიანობის ფორმები
სამართლის ინსტიტუტის საქმიანობა მოიცავს ფართო სპექტრის აკადემიურ და პრაქტიკულ ინიციატივებს, მათ შორის:
- სემინარების, აკადემიური დისკუსიების, კონფერენციების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სამართლებრივი კონკურსების ორგანიზებას;
- სახელმწიფო სტრუქტებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო/ადგილობრივ დონორებთან თანამშრომლობას;
- პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობას და ახალი ინიციატივების წამოწყებას;
- ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევას;
- სამართლებრივი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
- სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების სასამართლო პროცესებში ჩართულობას;
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან საერთაშორისო თანამშრომლობას;
- უცხოელი პროფესორებისა და ლექტორების მოწვევას და მათ მიერ ლექციების ჩატარებას ევროპის უნივერსიტეტში;
- რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ფორმატში;
- უცხოური სახელმძღვანელოების თარგმნას და ქართულად გამოცემას;
- სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში მონაწილეობას.

- იოსებ კელენჯერიძე
- სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
- 2 000 171 (116)
- ioseb.kelenjeridze@eu.edu.ge

- ანა ილურიძე
-
სამართლის ინსტიტუტის
დირექტორის თანაშემწე - 2 000 171 (120)
- ana.iluridze@eu.edu.ge
ეკატერინე ლაფაჩი – მთავარი მეცნიერ -თანამშრომელი
თათია დოლიძე – მთავარი მეცნიერ -თანამშრომელი
კახაბერ გოშაძე – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ეკა კაველიძე - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
ლევან მესხორაძე - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
სალომე წურწუმია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
თამარ ლალიაშვილი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
გვანცა ჩადუნელი – მეცნიერ -თანამშრომელი
თამარ მსხვილიძე – მეცნიერ-თანამშრომელი