HORIZON EUROPE საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

"ჰორიზონტი ევროპა" საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი ევროპის უნივერსიტეტში 2022 წლის აპრილში დაარსდა.

საგრანტო ოფისის ფუნქციაა დააკვალიანოს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების პროგრამა - Horizon Europe ინფორმაციის მოძიებაში; დაეხმაროს სხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის მიღებაში, პროექტების მომზადებასა და მართვის პროცესებში.

საგრანტო ოფისის საქმიანობა შემდეგ აქტივობებს უკავშირდება:

  • უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირებულობის გაზრდა კვლევის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
  • კონსულტაციების და ტრეინინგების გზით პროექტების მომზადებისა და მართვის მხარდაჭერა;
  • უნივერსიტეტის კვლევების მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • ჰორიზონტ ევროპის სათაო ოფისთან და პროგრამის ეროვნულ საკონტაქტო პირებთან აქტიური თანამშრომლობა. 

კონტაქტი:

horizoneuropeoffice@eu.edu.ge