სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

კონფერენცია – “ქართული კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა ციფრული ეკონომიკის ეპოქაში“ გაიმართა

2025 წლის 15 თებერვალს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია – „ქართული კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა ციფრული ეკონომიკის ეპოქაში“ გაიმართა.

ღონისძიებას “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ინსტიტუტის მიერ შოთა რუსთაველის სახელმწიფო ფონდში 2023 წელს გამარჯვებული სამეცნიერო ფუნდამენტური კვლევების პროექტის ფინალურ ღონისძიებას წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში, პროექტის შედეგად შექმნილი წიგნის – „ქართული კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა ციფრული ეკონომიკის ეპოქაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

კონფერენცია ინსტიტუტის დირექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა იოსებ კელენჯერიძემ გახსნა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პროექტის შედეგად შეიქმნა ლიტერატურა, რომელიც აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის პროგრამების სილაბუსებში.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ პროექტის მეცნიერ თანამშრომლები, წიგნის ავტორები: გვანცა ჩადუნელი და გიორგი ფარულავა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ქავთარაძე და კომუნიკაციების კომისიის იურიდიული სამმართველოს უფროსი ლევან მაისურაძე.

კონფერენციას პარიზიდან ჩაერთო პროექტის უცხოელი კონსულტანტი, „პარიზი-პანთეონ-ასასის“ უნივერსიტეტის სამართლის კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი დანიელ ფერნანდო კინტერო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *