კონკურსზე „დამსაქმებლის გამოწვევა“ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

კონკურსზე “დამსაქმებლის გამოწვევა” რეგისტრაცია 12 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. თუ ხარ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი, შემოუერთდი პროექტს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ რეალურ ორგანიზაციულ გამოწვევებზე იმუშავებ.
პროექტს “დამსაქმებლის გამოწვევა” განათლების ცენტრი “ოქროს კომპასი” “ევროპის უნივერსიტეტთან” თანამშრომლობით ახორციელებს.
რა არის “დამსაქმებლის გამოწვევა”?
პროგრამა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის განკუთვნილი კონკურსია, რომელიც ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის “დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამის” ნებართვით და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს, განივითარონ ტრანსფერული უნარები, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებელს, დაამყარონ პროფესიული კავშირები და გაიმრავალფეროვნონ რეზიუმე ისეთი გამოცდილებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტებს ეძლევათ.
პროექტის ფარგლებში შერჩეული 30 საუკეთესო სტუდენტი იმუშავებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ რეალურ ორგანიზაციულ გამოწვევებზე. სტუდენტებს მოუწევთ, მოიფიქრონ პრობლემური ქეისის გადაწყვეტის საუკეთესო გზა და წარადგინონ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამის – ჩივნინგის სტიპენდიატებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.
პროექტის თემებია: განათლება; პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები; ბიზნესი და ფინანსები; ადამიანის უფლებები და სამართალი; კიბერუსაფრთხოება; მედია და კომუნიკაციები.
პროექტის თარიღები:
25 ოქტომბერი – ვორქშოპის პირველი დღე
1 ნოემბერი – ვორქშოპის მეორე დღე
15 ნოემბერი – ვორქშოპის მესამე დღე
პროექტის დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება დიდი ბრიტანეთის საელჩოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოქროს კომპასის ვებგვერდს: Home | GC
რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს: დამსაქმებლის გამოწვევა – სარეგისტრაციო ფორმა