კონკურსი სტუდენტებისთვის საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად

“ევროპის უნივერსიტეტი” სტუდენტებს გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ უნივერსიტეტის საექთნო საქმის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებში. ეს არის შესაძლებლობა განვითარდეთ და დაეხმაროთ უნივერსიტეტს საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ფუნქცია–მოვალეობები:
- მზემოთ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
- დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება მის მიერ აღებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით;
- პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისი პროგრამის სტუდენტებისათვის გაზიარების ხელშეწყობა;
- საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის დროს ექსპერტებთან შეხვედრების პროცესში (საჭიროების შემთხვევაში) მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
- მაღალი აკადემიური მოსწრება, GPA მინიმუმ 2.6;
- MS Office (Word კარგი, Excel კარგი);
- ინგლისური ენის ცოდნა – B1 (სასურველია).
კონკურსის დეტალები:
- კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადები: 2025 წლის 4 ივნისიდან – 10 ივნისის ჩათვლით;
- დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (მისთვის სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: qualityservice@eu.edu.ge;
- კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;
- კონკურსის მეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (კომისიის შემადგენლობა: ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროგრამის ხელმძღვანელი). გასაუბრების კრიტერიუმები: ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა), პასუხების დამაჯერებლობა (3 ქულა), მოტივაცია (3 ქულა), ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა), შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა), ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა). შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის გამოთვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;
- სტუდენტი ზემოაღნიშნულ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს სტუდენტის აქტიური სტატუსის არსებობის პერიოდში;
- საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტისთვის შეირჩევა ერთი სტუდენტი.
კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: „საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი“