კონკურსი: სრულად დაფინანსებული ორკვირიანი საზაფხულო სკოლა ნიდერლანდებში ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის

„ევროპის უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების სამწლიანი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ერაზმუს+ KA171 საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
ციფრული მარკეტინგისა და პერსონალური ბრენდინგის საზაფხულო სკოლა ჩატარდება ნიდერლანდების ქალაქ აპელდორნში, ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.
ორკვირიანი საზაფხულო სკოლა ფოკუსირებული იქნება ციფრული მარკეტინგისა და პერსონალური ბრენდინგის თემებზე და უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარებას.
პროგრამის მიმოხილვა
სასწავლო კურსის დასახელება: Digital Marketing & Personal Branding Summer School
ხანგრძლივობა: 2 კვირა
სამიზნე აუდიტორია: ბიზნესის ადმინისტირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები
თარიღები: 2025 წლის 28 ივლისი – 8 აგვისტო
ადგილმდებარეობა: ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, აპელდორნი, ნიდერლანდები
ECTS კრედიტი: 3 ECTS
კურსის სტრუქტურა
I კვირა – მარკეტინგი:
- ციფრული პლატფორმების გავლენა ორგანიზაციებზე
- ციფრული ხელსაწყოები და ტექნოლოგიები მარკეტინგში
- ციფრული კულტურები და საზოგადოებაზე გავლენა
- ციფრული რისკები: კიბერუსაფრთხოება, ეთიკა, კონფიდენციალურობა
- მომხმარებლის ქცევის ანალიზი ციფრულ სივრცეში
II კვირა – ბრენდინგი:
- ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგიები
- ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შეფასება
- ეთიკური ასპექტები ციფრულ მარკეტინგში
- პერსონალური ბრენდინგი ციფრულ ეპოქაში
- ფინალური პრეზენტაციები
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- აქტიური სტუდენტის სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონე
საკონკურსო განაცხადისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი წერილი
- რეზიუმე (CV)
- ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით)
- ინგლისური ენის B2 დონეს დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ევროპის უნივერსიტეტში ჩაგიტარდებათ ტესტი)
- პასპორტის / პრადობის მოწმობის სკანირებული ვერსია
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა), რომელშიც განმარტავთ:
- აკადემიურ გამოცდილებას და ინტერესებს
- პროგრამაში მონაწილეობის მოტივაციას
- კარიერულ მიზნებს ციფრულ მარკეტინგთან/ბრენდინგთან მიმართებით
ფინანსური საკითხები:
მგზავრობა და საცხოვრებელი:
- ბილეთების ანაზღაურება (ფრენა + მატარებელი) – მაქსიმუმ €580 (ევროკავშირის დისტანციის კალკულატორის მიხედვით)
- ვიტენბორგის კამპუსში ერთადგილიანი სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი 27 ივლისიდან 9 აგვისტომდე
- €280 დამატებითი საჭიროებებისთვის (ვახშამი, ადგილობრივი ტრანსპორტი, პირადი ხარჯები)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 6 ივნისი
განაცხადის ფორმა: https://forms.gle/jfNFnfzBvCyHinaL6
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: international.office@eu.edu.ge
გურამიშვილის გამზ. 76, აუდიტორია 317
+995 322 000 171 (147)