მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: კლინიკური პრაქტიკა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში”

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის  ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 2 ივნისიდან –  30 ივნისის ჩათვლით გაივლიან.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  1. GPA > 3.0
  2. სწავლისსაფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვაი  და ქართულენოვანი პროგრამის მე-3, მე-4 , მე-5 და მე-6  კურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 2025 წლის 28 მაისს 18:00 საათამდე.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 30  მაისს

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 6 სტუდენტი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 31  მაისისა.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.