კონფერენციაზე “ხელოვნური ინტელექტი (AI) და მისი პრაქტიკული გამოყენება TESOL-ის კონტექსტში” რეგისტრაცია დაიწყო
„ევროპის უნივერსიტეტი“ და ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოცოციაცია (ETAG), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში და ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით, 2026 წლის 25 აპრილს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
კონფერენცია ეძღვნება ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციულ როლს თანამედროვე განათლებაში.
კონფერენციის მიზანია ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების, პედაგოგიური ღირებულებებისა და ეთიკური ასპექტების განხილვა, განსაკუთრებით, ინგლისურის, როგორც მეორე/უცხოური ენის (TESOL) სწავლების კონტექსტში.
კონფერენცია იწვევს მასწავლებლებს, მკვლევრებსა და განათლების სფეროს პროფესიონალებს მთელი საქართველოდან, რათა გააანალიზონ, AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების როლი სწავლების მეთოდების გაუმჯობესებაში, სტუდენტების ჩართულობის გაზრდასა და შეფასებაში და სასწავლო გარემოს TESOL-ის კონტექსტში გადააზრებაში.
კონფერენციის თემატიკა:
- AI-მხარდაჭერილი სწავლების მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
- ციფრული წიგნიერება მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის AI-ს ეპოქაში
- AI საკლასო ოთახში: ეთიკური პასუხისმგებლობა, ნორმები და აკადემიური კეთილსინდისიერება
- AI-ს როლი ინკლუზიურ განათლებაში
- AI-ზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შემუშავება, სასწავლო მასალების განვითარება და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა
კონფერენცია გთავაზობთ აქტიურ ჩართულობას საინტერესო მომხსენებლების, პრაქტიკული სემინარებისა და ინტერაქტიული პარალელური სესიების მეშვეობით.
გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია – მხოლოდ 110 მონაწილე!
ყველა რეგისტრაცია ექვემდებარება საორგანიზაციო კომიტეტის დადასტურებას.
მონაწილეობის წესები
მომხსენებლებისთვის:
ვინ შეიძლება იყოს მომხსენებელი?
კონფერენციაზე მოხსენების წარდგენა შეუძლიათ გამოცდილ ენის სპეციალისტებს, მასწავლებლებსა და მკვლევრებს.
ყველა შემოთავაზებული სესია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- ეფუძნება გამოყენებით კვლევას
- წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს ენის სწავლების კონტექსტისთვის
- შეესაბამება ზემოთ დაკონკრეტებულ თემატიკას
- ცალკეული სესიის ხანგრძლივობა არ აღემატება 25 წუთს
- სესია წარდგენილია ინდივიდუალურად ან წყვილში (ყველა მომხსენებლის ფიზიკური დასწრება კონფერენციაზე სავალდებულოა)
მომხსენებლად რეგისტრაცია
სესიის წარდგენის მსურველები ავსებენ განაცხადს სპეციალური ფორმის მეშვეობით, არაუგვიანეს 2026 წლის 25 მარტისა: https://forms.gle/XVaTSwiED1Knj3eM8
შენიშვნა: შერჩევა განხორციელდება სპეციალური კომიტეტის მიერ.
დამსწრეებისთვის:
ვინ შეიძლება დაესწროს?
კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს პროფესიული ან აკადემიური ინტერესი AI-ის მიმართ განათლებაში.
სასურველია ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური დონე B2.
დამსწრედ რეგისრაცია:
დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალური ფორმის მეშვეობით არაუგვიანეს 2026 წლის 30 მარტისა: https://forms.gle/onHLsMd5bPjzchm49
კონფერენციის თარიღი: 25 აპრილი (შაბათი), 2026 წელი
ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენა არის ინგლისური.
შეკითხვებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ნიკოლოზ ფარჯანაძე
ელ-ფოსტა: nikoloz.parjanadze@eu.edu.ge
ცისანა ცისკარიძე
ელ-ფოსტა: etagtbilisi@gmail.com