ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა
რატომ ევროპის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა?
ევროპის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს, კერძოდ:
- პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება - სასწავლო კურსებში პრაქტიკული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული დიდი დრო სტუდენტს საშუალებას აძლევს განივითაროს პრაქტიკული უნარები;
- თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ძლიერი სინთეზი – პროგრამა ეფუძნება თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების თეორიულ საფუძვლებს (ალგორითმები, გამოთვლითი მოდელები, მონაცემთა სტრუქტურები, ოპერაციული სისტემები და ა.შ.), რომლებიც პარალელურად ინტეგრირებულია პრაქტიკულ კურსებთან. სტუდენტები რეალურად ხედავენ, როგორ გამოიყენება თეორია პრაქტიკაში და ქმნიან შესაბამის პროგრამულ პროდუქტებს, რის შედეგადაც ყალიბდება მაღალი დონის პროფესიული კომპეტენციები.
- თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება - სასწავლო კურსები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვა/შემუშავება/გავნითარებისთვის აუცილებელ ყველა თანამედროვე მიდგომას და ტექნოლოგიებს;
- რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა - სტუდენტს საშუალება აქვს ჩაერთოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ რეალურ სამუშაო გარემოში, გაიაროს სტაჟირება, გაიმყაროს მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში;
- საერთაშორისო თუ ადგილობრივ ოლიმპიადებში, ჰაკათონებში, შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა პროგრამირებაში/ტექნოლოგიებში - უნივერსიტეტი ჩართლია ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე პროგრამირებაში ოლიმპიადების ორგანიზების საკითხში, ჰყავს პროგრამირებაში საოლიმპიადო გუნდი, მიმდინარეობს პროგრამირებაში გუნდის გადამზადების უწყვეტი პროცესი;
- მაღალკვალიფიციური პერსონალი - სასწავლო კურსებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური კადრები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერების დარგში. პროგრამაში ჩართულ პერსონალს აქვს პროგრამული ინჟინერიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, უმეტესობა მოქმედი დეველოპერი, პროგრამისტი ან ტექნოლოგიური პროექტის მენეჯერია, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა დაასაქმონ დაინტერესებული და მოტივირებული სტუდენტები,
- საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა – პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და სტუდენტების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.
სასწავლო პროცესის გარდა:
- სტუდენთა ინტერესებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესაბასად უნივერსიტეტი მუდმივად მასპინძლობს დარგის სპეციალისტებს საჯარო ლექციებზე, პანელურ დისკუსიებზე, სადაც მოწვეული სტუმრები სტუდენტებთან ერთად მსჯელობენ აქტუალურ საკითხებზე;
- ფაკულტეტზე იმართება სტუდენტური კონფერენცია, სადაც გამარჯვებულებისთვის დაწესებულია პრიზები;
- საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმები. სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონილებს სპეციალიზირებული ლაბორატორია EU LAB, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ შეიმუშაონ თავიანთი იდეის შესაბამისი პროგრამული უზრუვნელყოფის, ვებ გვერდი ან მობილური აპლიკაცია, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ საკუთარი იდეების სტარტაპირება.
პროგრამის ხელმძღვანელი
ბესიკ ტაბატაძე
- tabatadze.besik@eu.edu.ge