კლინიკური პრაქტიკა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში”
“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
სტუდენტები “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან – 13 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
- GPA > 3.0
- სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის მე-3, მე-4 , მე-5 და მე-6 კურსი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 2025 წლის 6 ნოემბრის 18:00 საათამდე.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 2025 წლის 13 ნოემბერს.
გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 6 სტუდენტი.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 15 ნოემბრისა.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.