სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის კლინიკა EUDent -ში სტაჟირება გამოცხადდა

EUDent
სტომატოლოგიური კლინიკა EUDent სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე სტაჟირების გავლის მიზნით აცხადებს კონკურსს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (2025 წლის ნოემბერი – იანვარი)

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი, ფიქსირებული სამუშაო საათებით.

ძირითადი ფუნქციები:
ა) სხვადასხვა პროფილის ექიმი-სტომატოლოგის ასისტირება მკურნალობის პროცესში;
ბ) სამუშაო ადგილის ორგანიზება და მოვლა.

კონკურსში მონაწილეობისათვის პირობები:

  • GPA >3
  • სწავლის საფეხური – სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი ან ქართულენოვანი) პროგრამის ნებისმიერი სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე არაუგვიანეს 2025 წლის 29 ოქტომბრისა, ელექტრონულ ფოსტაზე: eudent@eu.edu.ge

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 30-31 ოქტომბერს.

კონკურსის შედეგად შეირჩევა სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის 10 სტუდენტი და სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის 10 სტუდენტი.