Comments Off on სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია “კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა
3 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – “კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა.
ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი გიორგი მუშკუდიანი უძღვებოდა.
შეხვედრის ფარგლებში ლექტორმა ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე კიბერუსაფრთხოებაში და დამსწრეებს გააცნო ახალი ტენდენციები. ლექციაზე ასევე განხილული იყო ფიშინგი და მისი ამოცნობის ტექნიკები.
გიორგი მუშკუდიანი სტუდენტებს Deepfake-ების ამოცნობის მეთოდებზეც ესაუბრა და გაუზიარა რჩევები, როგორ ხდება AI-ს მიერ გენერირებული ფოტო/ვიდეოს გარჩევა რეალურისგან.
საჯარო ლექციას სტუდენტები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.