ხორვატიაში ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის გასავლელად სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა
Erasmus+ შერეულ ინტენსიურ პროგრამაში (BIP) მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (VEVU) (ვუკოვარი, ხორვატია) გაიმართება.
შესარჩევი კონკურსი მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად წარიმართება.
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ მოთხოვნებსა და სხვა მნიშნელოვან ინფორმაციას შემდეგ ბმულზე: https://www.vevu.hr/wp-content/uploads/2025/11/II.-Call-incoming-students-2025-KA171en.pdf
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ევროპის უნივერსიტეტის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს:
- დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამა;
- დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა;
- ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა;
- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
ფინანსური პირობები:
პროგრამა ფინანსდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მოიცავს:
- დღიურ დაფინანსებას 79 ევროს ოდენობით
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას დისტანციის მიხედვით, 395 ევროს ოდენობით
პროგრამის პერიოდი: 20 – 24 აპრილი, 2026
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს ევროპის უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი;
- ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
- ჰქონდეს აკადემიური მოსწრება (GPA) არანაკლებ 2.5.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა, აუცილებელია, წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი, შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:
- რეზიუმე (CV) – ინგლისურ ენაზე;
- ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით) – ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი – ინგლისურ ენაზე
- ინგლისური ენის B2 დონეს დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პასპორტის / პრადობის მოწმობის სკანირებული ვერსია.
პრიორიტეტი მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას Erasmus+ პროგრამაში, ასევე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს; ასეთის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ დამადასტურებელი საბუთი.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სრულყოფილი განაცხადი უნდა ატვირთონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/W9NykSR9RXnuUPcr5, არაუგვიანეს 13 მარტისა.
საბოლოო შერჩევასთან დაკავშირებით ბრძანებას გამოსცემს ვუკოვარის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
კითვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ-ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge