მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” ალექსანდრე კალანტაროვის საჯარო ლექცია გაიმართა

ალექსანდრე კალანტაროვის
16 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრე კალანტაროვის საჯარო ლექცია გაიმართა.

ალექსანდრე კალანტაროვმა სტუდენტებთან პლასტიკურ ქირურგიაში არსებულ მითებსა და რეალობაზე ისაუბრა.

მომხსენებელმა დამსწრეებს გაუზიარა მის პრაქტიკაში არსებული გამოცდილება, რთული შემთხვევები და აქტუალური საკითხები პლასტიკურ ქირურგიაში.

ლექციის დასასრულს სტუდენტებმა გააჟღერეს მათთვის საინტერესო კითხვები, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.