
კახა ფუტკარაძე
წარმატებული სტუდენტი
კახა ფუტკარაძე “ევროპის უნივერსიტეტის” ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია, რომელიც 2021 წლიდან სტიპენდიანტია.
კახა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლატვიაში, “დაუგავპილსის უნივერსიტეტში” იმყოფებოდა, ასევე ერთ კვირიანი ტრენინგის ფარგლებში ბელგიაში, “პიქსელის გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტში” გაემგზავრა.
პროფესიული კურსების გავლის შემდეგ, კახა “ევროპის უნივერსიტეტში” პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად დასაქმდა.
კახა უნივერსიტეტში ჩარიცხვის პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ აქტივობებში, პროექტებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებში. ამავე დროს, იყო თვითმმართველობის პრეზიდენტი და ზრუნვადა მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შექმნაზე.
რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
"ევროპის უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც თავს იყრის აკადემიური, პროფესიული თუ პიროვნული განვითარების შესაძლებლობები. სივრცე, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს თითოეული სტუდენტის ინტერესებს და ზრუნავს მათი შესაძლებლობების განვითარებაზე."