მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” სტუდენტებისთვის ექთნის დამხმარის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის შედეგად ექთნის დამხმარის პოზიციაზე 3 სტუდენტი შეირჩევა.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
GPA > 2.5
სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის მე-4 , მე-5 და მე-6 კურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge  2025 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე.

კონკურსანტებთან გასაუბრების პირველი ეტაპი 1 მაისს, ხოლო მეორე ეტაპი 2 მაისს ჩატარდება.

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *