ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე “ალგორითმი 2025” რეგისტრაცია დაიწყო

“ევროპის უნივერსიტეტი“ „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტთან ერთად“ IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს ოლიმპიადას ინფორმატიკაში – ალგორითმი 2025.

ოლიმპიადა გაიმართება 14 ივნისს, 11:00 საათზე. მოსწავლეებმა კომპიუტერის გამოყენების გარეშე უნდა ამოხსნან ალგორითმული ამოცანები. გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვებული ქულების საფუძველზე. თითოეული ამოცანა შეფასდება მაქსიმუმ 4 ქულით.

“ალგორითმი 2025“-ის მიზანია ინფორმატიკის დარგის პოპულარიზება მოსწავლეებში და ალგორითმების შესახებ ცოდნის ამაღლება.

ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი – iPad
II ადგილი – სმარტ საათი
III ადგილი – ყურსასმენები

ოლიმპიადა ორ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება:

თბილისი – “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის გამზირი 76

ქუთაისი – “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, წერეთლის ქუჩა 13

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/aX1DHVjqiMYtRV5y5

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 ივნისი

შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 24 ივნისისა.

მიღებული შედეგის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება 3 დღის ვადაში.