IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ინფორმატიკის ოლიმპიადის “ალგორითმი 2025” პირველადი შედეგები ცნობილია

21 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტში“ და „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ინფორმატიკის ოლიმპიადის „ალგორითმი 2025“ პასუხები ცნობილია.
ოლიმპიადა ერთდროულად ორ ლოკაციაზე, თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. მონაწილეები შედეგებზე ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე ინდივიდუალურად მიიღებენ.
ოლიმპიადაზე წარმოდგენილი ამოცანების ამოხსნა შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილად: ამოცანები_ამოხსნებით_ალგორითმი_2025
აპლიკანტებს მიღებული შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ ინფორმაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იმავე მეილზე უკუკავშირის დაბრუნებით. უკუკავშირი უნდა მოიცავდეს:
- მონაწილის სახელსა და გვარს
- ლოკაციას (თბილისი/ქუთაისი)
- არგუმენტირებულ ახსნას გასაჩივრებული საკითხის შესახებ
“ალგორითმი 2025“-ის საბოლოო შედეგები 7 ივლისს „ევროპის უნივერსიტეტში“ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს შესაბამისი პრიზები.