ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ინფორმატიკის  პროგრამის ხელმძღვანელი ბესიკ ტაბატაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება

“ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმატიკის პროგრამის ხელმძღვანელი ბესიკ ტაბატაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ესპანეთში, “მალაგას უნივერსიტეტში“ იმყოფება.

ვიზიტის მიზანია საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების თანამედროვე მეთოდების და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ბესიკ ტაბატაძე “ევროპის უნივერსიტეტის“ იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე სემესტრში მალაგას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობენ.

Erasmus+ პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში, ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას და უნივერსიტეტებს შორის არსებული პრაქტიკის გაზიარებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *