მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან

მედიცინის
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში, ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან.

სპეციალურად „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის შექმნილი პროგრამა ითვალისწინებს ქირურგიულ ოპერაციებზე დასწრებას, ექიმების ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას და კლინიკური შემთხვევების განხილვას, მინიმალური ინვაზიით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ვორკშოპებსა და შესაბამისი ტექნიკების დაუფლებას.

დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ერთკვირიან სტაჟირებას ევროპის უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით გაივლიან.