ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ლექტორი გიორგი მუშკუდიანი ხორვატიაში ერაზმუს+ პროგრამით იმყოფებოდა
2025 წლის 15-20 ნოემბერს, ერაზმუს+ სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი მუშკუდიანი ხორვატიაში, ჩაკოვეცის მეჯიმურიეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
გიორგი მუშკუდიანმა მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კიბერ უსაფრთხოებასა და ხელოვნურ ინტელექტზე საჯარო ლექციები ჩაატარა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორი პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზტით იმყოფებოდა ლითონის მრეწველობის განვითარებისა და განათლების ცენტრში, სადაც დაამყარა პოტენციური თანამშრომლობისთვის შესაბამისი კავშირები.
აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის შეთავაზებული მსგავსი აქტივობები ნაწილია „ევროპის უნივერსიტეტის“ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის და ხელს უწყობს როგორც ახალი ცოდნის გაზიარებას, ასევე პარტნიორ ინსტიტუციებთან საქმიანი კავშირების გამყარებას.