სტუდენტური თვითმმართველობა
ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის შერჩევა ელექტრონულად, 2 წლის ვადით ხდება. სტუდენტური თვითმმართველობის კანდიდატთა შერჩევაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონდე სტუდენტი იღებს. არჩევნების შედეგად, კანდიდატთა შორის კვოტები ყველა ფაკულტეტზე თანაბრად ნაწილდება. ყოველ ფაკულტეტზე გამოყოფილია 4 კვოტა. სტუდენტური თვითმმართველობა, ჯამში, 12 წევრისგან შედგება.
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს თავად თვითმმართველობის წევრები ელექტრონული არჩევნების წესით დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, შიდა არჩევნების გზით ირჩევენ.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს გადანაწილებული აქვთ კონკრეტული ფუნქციები: ამოქმედებენ სტუდენტებთან საკომუნიკაციო პლატფორმებს, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მათთან საინფორმაციო შეხვედრებს და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციებს.
სტუდენტური თვითმმართველობის მიზანი ევროპის უნივერსიტეტის მრავალი ეროვნების სტუდენტის ერთმანეთთან დაახლოებისა და მათ შორის მტკიცე კავშირის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. საამისოდ, თვითმმართველობა გეგმავს და ახორციელებს შესაბამის აქტივობებსს, რომლებიც, ამავდროულად, ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას და მათ სოციალიზაციას ემსახურება.
სტუდენტური თვითმმართველობა გეგმავს და ახორციელებს სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, გასვლით ტურებსა და კინოჩვენებებს. ის ასევე იწვევს საინტერესო სპიკერებს, მართავს სხვადასხვა შინაარსის საღამოებს და აწყობს ყოველთვიურ შეხვედრებს სტუდენტებთან მათი ხედვებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
სტუდენტური თვითმმართველობა ასევე ჩართულია სპორტული, კულტურული, შემეცნებითი და ინტელექტუალური სტუდენტური კლუბების შექმნის პროცესში. საბოლოოდ, კი, ეს ყველაფერი განაპირობებს ძლიერი ერთობის შექმნას სტუდენტებს შორის.