EU ფუტსალის გუნდი
- 2016 წელი - ჩამოყალიბდა ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი. გუნდმა მიიღო მონაწილეობა უნივერსიადაზე, რომელშიც მეორე ადგილზე დაასრულა პირველი ლიგის ჯგუფური ეტაპი და მეორე ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ქართულ უნივერსიტეტთან ევროპის უნივერსიტეტმა ითამაშა ფრე, ორივე გუნდმა მოაგროვა თანაბარი ქულები და ბურთების უკეთესი სხვაობით პირველი ადგილი დაიკავა ქართულმა უნვეირსიტეტმა. მეორე ეტაპზე ევროპის უნივერსიტეტმა დაიკავა მეოთხე ადგილი, ბათუმში გასვლით თამაშზე ითამაშა ფრე (იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც არ წააგო ბათუმში). ჯამში 2016 წელს გუნდმა დაიკავა მეოთხე ადგილი პირველი ლიგის 18 გუნდს შორის.
- 2017 წელი - გუნდი დატოვეს ძირითადმა მოთამაშეებმა, რამდენიმე მოთამაშემ უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო ოთხმა ფეხბურთელმა ფუტსალს პროფესიონალურად მოჰკიდა ხელი - წავიდა საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში, რაც უკვე აღარ აძლევდათ EU-ს გუნდში თამაშის უფლებას. შესაბამისად, 2017 წლის სეზონი ძირითადად ახალი გუნდის ჩამოყალიბებას დაეთმო.
- 2017-2018 წელი - გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფუტსალის თასზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე დაიკავა მეორე ადგილი. პირველი მატჩი მოუგო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მეორე საკმაოდ დაძაბული შეხვედრა კი დათმო კავკასიის უნივერსიტეტთან 3:2; კავკასიის უნივერსიტეტის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოუგო ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტს და ბოლო მატჩში ითამაშა ფრე 4:4 - დაიკავა მეორე ადგილი. პლეი-ოფის ეტაპზე ჩვენი გუნდი დამარცხდა სპორტის უნივერსიტეტთან 7:4.
- 2017-2018 წელი - ფუტსალის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა დაიკავა მესამე ადგილი. ევროპის უნივერსიტეტმა მოუგო ქუთაისის უნივერსიტეტის გუნდს გასვლითი თამაში 5:2, ითამაშა თბილისის ღია უნივრსიტეტთან ფრე 2:2, მოუგო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს 4:2, დაამარცხა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 4:2, ხოლო ბათუმის უნივერსიტეტთან გასვლით თამაშში დამარცხდა 3:2. ბოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ევროპის უნივრსიტეტმა დაამარცხა ახალი უნივერსიტეტი ანგარიშით 7:6 და დაიკავა ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი. მეორე ეტაპზე ევროპის უნივერსიტეტის გუნდმა ითამაშა ფრე გეომედის უნივერსიტეტთან, წამყვანი ოთხეულიდან ტრავმა მიიღო 3-მა ფეხბურთელმა რამაც განაპირობა გუნდის შემდგომი წარუმატებლობა და საბოლოოდ ტურნირი დაასრულა მეექვსე ადგილზე (სულ მონაწილეობა 24 გუნდი).
- 2018 წელი - შემოგვიერთდა ბრაზილიელი დამხმარე მწვრთნელი ელიას ანდრე, რომელიც გუნდის მწვრთვნელ - ლაშა იოსებიძესთან ერთად, გაწვრთნის გუნდს. გუნდი 2018-2019 წლის სეზონს დაიწყებს ფუტსალის თასზე მონაწილეობით, რომელსაც გამოიყენებს უნივერსიადის ფუტსალის ლიგისთვის მოსამზადებლად.
გუნდის წევრები
- ლაშა იოსებიძე - მოთამაშე-მწვრთვნელი
- ელიას ანდრე - დამხმარე მწვრთვნელი
- დავით გურგენიძე - გუნდის კაპიტანი
- ავთო ღვალაძე
- გიორგი ძიძიგური
- ნიკა მაკარიძე
- გიორგი ნერგაძე
- გიორგი სვანიძე
- დავით ონომარიოვი
- დაჩი ხოფერია
- ლაშა გაფრინდაშვილი
- გიორგი შველიძე
- რატი გულბიანი
- აველო კიკვაძე
- გიორგი კუპრეიშვილი
- იოანე პაიჭაძე
- ნიკა ხურცილავა