სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის შესახებ

ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი, არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. ამჟამად, ფაკულტეტზე არცერთი საგანმანათლებლო პროგრამა არ ხორციელდება. ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ უნივერსიტეტს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილი აქვს ვეტერინარიის ინტეგრირებული-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. აკრედიტაციის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით განახორციელებს სტუდენტთა მიღებას.

ფაკულტეტის მიზანია, ვეტერინარიის სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი და ხელმისაწვდომი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მზარდი მოთხოვნების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

ფაკულტეტის დეკანი:

გააზიარე გვერდი: