სტომატოლოგია

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი
  • სწავლების ენა: ქართული/ინგლისური
  • სწავლის ხანგრძლივობა: 10 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 300 კრედიტი
  • სწავლის საფასური ქართულენოვან პროგრამაზე: 2250 ლარი
  • სწავლის საფასური ინგლისურენოვან პროგრამაზე: 3500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
პროგრამის მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე არსებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ჩამოაყალიბოს სტომატოლოგიის დარგში თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების მქონე კვალიფიკაციის მფლობელი, რომელიც შეძლებს წარმატებით გაიაროს პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა და ჩამოყალიბდეს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტად. პროგრამის მიზანია გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკული უნარები სტომატოლოგიის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, პროგრამა მოიცავს სტომატოლოგიური საგნების ბლოკებს, მათ შორის: ბავშვთა თერაპიულ სტომატოლოგიას, ქირურგიულ სტომატოლოგიას, ორთოპედიულ სტომატოლოგიას, ორთოდონტიას. სტომატოლოგიური საგანმანათლებლო კურსების ფარგლებში გათვალისწინებულია საფანტომო ლაბორატორიაში აქტიური მუშაობა, როლური თამაში და ა.შ., რაც უზრუნველყოფს სტუდენტების უშუალო კონტაქტს სტომატოლოგიური კვლევის ობიექტთან, ინსტრუმენტებთან და მასალებთან უშუალოდ კლინიკაში და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას სტომატოლოგიის სხვადასხვა დარგში.

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტის მომზადება წარმატებული პროფესიული კარიერისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია, დარგობრივ ცოდნასთან და უნარებთან ერთად, მას ჩამოუყალიბოს კარგი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ასევე, ეფექტური კომუნიკაციის უნარები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

 

 

გააზიარე გვერდი: