კომპიუტერული სისტემები და ქსელები

  • მიმართულებაინჟინერია
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი ინფორმატიკაში
  • პროგრამის ხელმძღვანელები: ასოც. პროფესორი ბესიკი ტაბატაძე
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი

პროგრამის მიზანი

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს პროფესიონალი სპეციალისტი კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სფეროში. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში შეძლოს ქსელის ადმინისტრირება და მართვა, კომპიუტერულ ქსელში პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა, ინფორმაციის დაცვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. ამ მიზნით პროგრამა ითვალისწინებს ისეთი სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია და შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზების უნარი.

პროგრამის მიზანია მოამზადოს სტუდენტი წარმატებული პროფესიული კარიერისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია, დარგობრივ ცოდნასთან და უნარებთან ერთად, მას ჩამოუყალიბოს კარგი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ასევე, ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებული  შეიძლება დასაქმდეს  ნებისმიერ კომპანიაში, რომლის საქმიანობა საჭიროებს ქსელის არსებობას და მართვას. პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს: ინტერნეტ და ციფრულ სატელევიზიო პროვაიდერულ კომპანიებში, ბანკებში, სააფთიაქო ქსელში, დიდი და საშუალო ზომის სავაჭრო ობიექტებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში); საჯარო და კერძო სექტორში, სამაუწყებლო კომპანიებში და ა.შ.).

გააზიარე გვერდი: