უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მიხეილ კიკნაძე </span>

მიხეილ კიკნაძე

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი

მიხეილ კიკნაძეს 2010 წელს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში (MGIMO) მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი რეგიონმცოდნეობაში. 2010-2012 წლებში სწავლობდა მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების სპეციალობაზე. 2013 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში მოიპოვა, 2016 წელს კი მიენიჭა ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2012 წლიდან მუშაობს შპს თავისუფალი სკოლის საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერად. 2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალური მეცნიერების დეპარტამენტის ლექტორად, მიჰყავდა სემინარების კურსი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2017 წლიდან დღემდე ევროპის უნივერსიტეტში შემდეგ სალექციო კურსებს უძღვება: საერთაშორისო ინტეგრაციული პროცესებისა და საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო მოლაპარაკების ხელოვნება.

მიხეილ კიკნაძე არის ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის, საზღვარგარეთის ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესის საკითხებზე.

კონტაქტი : kiknadze.mikheil@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი: