უნივერსტეტი

პერსონალი

<span>თინათინ გოგნაძე</span>

თინათინ გოგნაძე

აფილირებული ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:

თინათინ გოგნაძემ  2004 წელს წარმატებით დაამთავრა „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ სამკურნალო განხრით. 2008 წელს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში მოიპოვა დოქტორის ხარისხი. 2010 წელს მიენიჭა სახელმწიფო სერთიფიკატი მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობთ.

2004-2007 წლებში მუშაობდა  თბილისის ექსპერიმენტულ სამშობიარო სახლში.
2008-2010 წლებში იმედის კლინიკაში. 2012-2013 წლებში „ჩვენი კლინიკა“-ში მეან -გინეკოლოგად. 
2013 - 2016 წლებში იყო მოწვეული ლექტორი პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიაში. 2013-2019 წლებში იკავებდა მარკეტინგული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობას  შ.პ.ს. „აისი მედში“.  2016-2019 წლებში იყო საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე.  2016-2018 წლებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი. 
2016 წლიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. საქართველოს ექთნებისა და თანაშემწეების პროფესიული განვითარების ასოციაციის ტრენერი. 2018 წლიდან არის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

ევროპის უნივერსიტეტის გუნდს შემოუერთდა 2018 წლიდან. არის  აფილირებული, ასოცირებული პროფესორი.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორქშოპებში.

თინათინ გოგნაძე არის 4 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი

კონტაქტი: tinatin.gognadze@eu.edu.ge
 

გააზიარე გვერდი: