"ევროპის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულებისთვის REUNION წვეულება გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულებისთვის REUNION წვეულება გაიმართა. ღონისძიების მიზანი კურსდამთავრებულთათვის უნივერსიტეტში არსებული სიახლეების,  სამომავლო გეგმების, განახლებული სერვისებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება იყო.

წვეულება ლისი მერეს სადღესასწაულო სივრცეში ჩატარდა. ღონისძიებას მუსიკალურად მევიოლინე, ბენდი "ბრაუნი" და სპეციალურად მოწვეული DJ აფორმებდნენ.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტის" სხვადასხვა აკადემიური წლების კურსდამთავრებულებს კვლავ მიეცათ შეკრების შესაძლებლობა.

წვეულების მთავარი მიზანი კურსდამთავრებულებსა და უნივერსიტეტს შორის უწყვეტი კომუნიკაციის შენარჩუნებაა და იგი ყოველწლიურად იმართება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!