"ევროპის უნივერსიტეტსა" და ტურისტულ კომპანია "ოქ თრეველს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა“ და ტურისტულ კომპანია "ოქ თრეველს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და კომპანია „ოქ თრეველის“ დირექტორმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით "ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დამსაქმებელთან შეხვედრა გაიმართა.

ოთარ კაჭკაჭიშვილი სტუდენტებს პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით, კლიენტებთან ურთიერთობისას პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და დასაქმების პირობებთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებზე ესაუბრა.

ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა კომპანიის დირექტორთან მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და შესაბამისი პასუხები მიიღეს.

ტურისტული კომპანია "ოქ თრეველი" სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე 8-წლიანი გამოცდილება აქვს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!