,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში:

  • ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით  -  საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულებით;

კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში:

  • ერთი პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით - საკორპორაციო სამართლის მიმართულებით;
  • ერთი პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით - კერძო სამართლის მიმართულებით;
  • ორი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით - კერძო სამართლის მიმართულებით;

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან  იყოს მათი თანაავტორ;

) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორ;

ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილებ.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: );

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებულ განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);  

ვ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესისშესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების  გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 3 აპრილიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 7 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2024 წლის 15 მაისისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის  22 მაისისა
  • კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2024 წლის  23 მაისისა
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 24 დან 27 მაისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!