მომსახურების ცენტრმა მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა ინიციატივით და „სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირში, სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

პირველი ადგილი უცხოელი სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა - „Gaza“- მ მოიპოვა, მეორე ადგილზე ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი - „ორობოროსი“ გავიდა, მესამე ადგილი კი ქართველი სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა - „სტოლბი“ დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს, პრიზების სახით, შესაბამისი თასები და სითი მოლის ვაუჩერები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასული გუნდი კი "ევროპის უნივერსიტეტის" სახელით სტუდენტურ უნივერსიადაზე იასპარეზებს. 

ტურნირში, რომელმაც სტარტი 2023 წლის 5 დეკემბერს აიღო, 200-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!